საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლისთავი  UNESCO-მ ღირსშესანიშნავი თარიღების სიაში შეიტანა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლისთავი UNESCO-მ ღირსშესანიშნავი თარიღების სიაში შეიტანა, - ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 2022-2023 წლებში ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნის ფარგლებში საქართველომ, გასული წლის ნოემბერში, იუნესკოს განსახილველად წარუდგინა ნომინაცია - „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსების 100 წლისთავი“.

UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 41-ე სესიამ დაამტკიცა იმ ღირშესანიშნავ თარიღთა სია, რომლებიც 2022-2023 წლებში აღინიშნება UNESCO-ს უშუალო მონაწილეობითა და მხარდაჭერით. დამტკიცებულ თარიღთა შორისაა საქართველოს მიერ წარდგენილი ნომინაცია.

„UNESCO-ს მიერ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იუბილეს ღირშესანიშნავი თარიღების ნუსხაში შეტანა არის უმნიშვნელოვანესი ფაქტი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს უმაღლესი საინჟინრო სკოლისადმი პატივისცემას. ეს არის ჩვენი მეცნიერების, მკვლევრების მოღვაწეობის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო საგანმანათლებლო სივრცის მორიგი აღიარება. სასიხარულოა, რომ UNESCO გვიცხადებს მხარდაჭერას ყველა იმ ღონისძიებების ორგანიზებასა და ჩატარებაში, რომელიც დაგეგმილია საიუბილეო ფორმატში“, - აცხადებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები UNESCO-ს ლოგოთი ჩატარდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა