მიხეილ სააკაშვილი - უკრაინის გენპროკურატურამ უტყუარად დაადგინა, რომ ჩემს მიმართ განხორციელდა წამება და არაადამიანური მოპყრობა - მინდა ვუთხრა ბორიას, შენი ფალავანი პუტინი უკან იხევს, უკრაინა იმარჯვებს

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ უტყუარად დაადგინა, რომ ჩემს მიმართ განხორციელდა წამება და არაადამიანური მოპყრობა - მინდა ვუთხრა ბორიას, შენი ფალავანი პუტინი უკან იხევს, უკრაინა იმარჯვებს და დასავლეთთან ერთად ძლიერდება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გზავნილშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელში, მის პირად გვერდზე ვრცელდება.

როგორც მიხეილ სააკაშვილი წერს, ის ისეთი მტკიცეა, როგორც არასდროს. ამასთან, სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ სიმართლე გაიმარჯვებს.

„უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ჩატარებული გამოძიების შედეგად უტყუარად დაადგინა, რომ ჩემს მიმართ განხორციელდა წამება და არაადამიანური მოპყრობა და სისხლის სამართლის ამ საქმეში ოფიციალურად მაღიარა დაზარალებულად. ამას უნდა მოჰყვეს ამ საქმეში ბრალდებულების დადგენა და მათი საერთაშორისო ძებნაზე დასმა, რაც ნიშნავს, რომ თუ ისინი უკრაინაში აღმოჩნდებიან, მათ დააკავებენ ან სხვა...

გამოვრიცხავ, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ ივანიშვილმა კიდევ უფრო დაამძიმოს ჩემი დღევანდელი მდგომარეობა, მაგრამ მინდა ვუთხრა ბორიას, შენი ფალავანი პუტინი უკან იხევს, უკრაინა იმარჯვებს და დასავლეთთან ერთად ძლიერდება. რომ იცოდე, მე ყველანაირ შემდგომ ზეწოლას გავუძლებ და აღარაფერი გამაკვირვებს. ისეთი მტკიცე ვარ, როგორც არასდროს ვყოფილვარ ცხოვრებაში და არასდროს ვყოფილვარ ასე დარწმუნებული სიმართლის გამარჯვებაში!

ასევე დიდი მადლობა ცენტრ "ემპათიას" უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების მიწოდებისთვის. და ბოლოს, მინდა შეგახსენოთ, რომ ბევრად ნაკლებ დარღვევებზე ჩემს მიმართ, ამჟამად უკრაინაში ასამართლებენ 1 გენერალს და პოლკოვნიკს, რომელთაც პოროშენკოს დროს გამიტაცეს და უკანონოდ დამადეპორტეს“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნა მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე