დიდუბის გამგებლის განცხადებით, დიღმის მასივში, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულებს შესაბამის დახმარებას გაუწევენ

დიდუბის გამგებლის ლადო ძნელაძის განცხადებით, დიღმის მასივში, მეოთხე კვარტალში, მეხუთე ა კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულებს დაეხმარებიან.

როგორც გამგებელმა „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.

„წინასწარი ინფორმაციით, მეშვიდე სართულზე აფეთქება გაზმა გამოიწვია. ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა, მისი მდგომარეობა მძიმე არ არის. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ოჯახებს დავეხმარებით. ზარალი რა თქმა უნდა არის, რასაც დავითვლით, შესაბამისი ექსპერტიზა ჩატარდება და ზარალის ზუსტ რაოდენობას აღვწერთ. ვინც ქირით არის გადასაყვანი, გავიყვანთ",-განაცხადა ძნელაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა