ჰიდრომეტეოროლოგიის სპეციალისტებისთვის საერთაშორისო ექსპერტებმა ტრენინგები ჩაატარეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებისთვის, მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტებმა ტრენინგები ჩაატარეს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ექსპერტების საქართველოში ვიზიტი შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ მხარდაჭერილი პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების შემცირების“ ფარგლებში განხორციელდა.

„მონაწილეებმა ტრენინგებზე გვალვის კომპოზიტური ინდექსების საკითხები განიხილეს. საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, მდ. სუფსის, ნატანებისა და კინტრიშის აუზების წყალდიდობის რუკების მომზადებისათვის საჭირო ჰიდროლოგიური და ჰიდრავლიკური მოდელების შემოწმება და სრულყოფა განხორციელდა. სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებმა, ექსპერტების ჩართულობით, წყალდიდობის რუკების მომზადების სამომავლო გეგმები, საველე და კამერალური სამუშაოების თანმიმდევრობა და სხვადასხვა მდინარის აუზებისთვის მეთოდური ნაწილიც განიხილეს,” - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი