ალექსანდრე რაქვიაშვილი - გულწრფელად არ მჯერა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ბადრი ჯაფარიძეს თაღლითად მიიჩნევს - თუ ეს ასეა, როგორ დაუშვით, რომ ასეთ მსხვილ ბანკს თაღლითები მართავდნენ, როგორ გამოვიდა ეს?!

გულწრფელად არ მჯერა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ბადრი ჯაფარიძეს თაღლითად მიიჩნევს - თუ ეს ასეა, როგორ დაუშვით, რომ ასეთ მსხვილ ბანკს თაღლითები მართავდნენ, როგორ გამოვიდა ეს?! - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „გირჩის“ დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა გააკეთა.

„გამოდის, რომ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ბანკს წლების განმავლობაში თაღლითები მართავდნენ და ეროვნული ბანკი საქმის კურსში იყო. თუ ასე ფიქრობთ, საგამოძიებო კომისიის შექმნა უნდა დაიწყოთ და ეროვნული ბანკის მმართველისა და მისი წინამორბედის საქმიანობა შეისწავლოთ“, - მიმართა “ქართული ოცნების“ დეპუტატებს სანდრო რაქვიაშვილმა.

„ლელოს“ ლიდერის ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის ფორმალურ-სამართლებრივ საფუძველს მის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ქმნის.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი