მიხეილ დაუშვილი - მინდა მივმართო ირაკლი კობახიძეს და ვკითხო, რატომ აიძულა სენაკის საკრებულოს „ოცნების“ დეპუტატები, არ მიეღოთ ჩვენი შეთავაზება?

პირდაპირ მინდა მივმართო ირაკლი კობახიძეს და ვკითხო, რატომ აიძულა სენაკის საკრებულოს „ოცნების“ დეპუტატები, არ მიეღოთ ჩვენი შეთავაზება სენაკის საკრებულოს თავმჯდომარედ „ოცნების“ კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით“ , - ასე მიმართა პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა მიხეილ დაუშვილმა ირაკლი კობახიძეს საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.

როგორც დაუშვილმა აღნიშნა, პარტია „საქართველოსთვის“ მიზანია საზოგადოებას უთხრას სიმართლე, თუ როგორ მოქმედებს ორგანიზაცია „ოცნება“ იმ საკრებულოებში, სადაც მოქალაქეებმა მას ერთპიროვნული და ერთპარტიული მართვის პრეროგატივა ჩამოართვეს.

„ზუგდიდის, რუსთავის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს და სენაკის საკრებულოებში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების, პირველ რიგში კი „ოცნების“ უპასუხისმგებლო ქმედებებისა და ბოიკოტირების რეჟიმის გამო, რამდენიმე თვე საკრებულოები ვერ მუშაობდა. საკრებულოს უფუნქციობა პირდაპირ აისახება მუნიციპალიტეტის საქმიანობის არაეფექტურობასა და მოსახლეობის უმძიმეს ყოველდღიურობაზე. „ქართული ოცნება“ ვერ ეგუება ფაქტს, რომ ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი მუნიციპალიტეტების ერთპიროვნული მართვა აღარ შეუძლია. ამიტომ დაშინების, მოსყიდვის, მუქარის და სხვა უკანონო მეთოდებით ცდილობენ უმრავლესობის მოპოვებას. „ოცნების“ ხელმძღვანელების განცხადებები არის პირდაპირი აღიარება, როგორი კრიმინალური მეთოდებით ცდილობს „ოცნება“ პოლიტიკური რეალობის ცვლილებას და უმრავლესობის მოპოვებას ამ მუნიციპალიტეტებში. საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილია, გასულ კვირას, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განვითარებული პროცესები, თუ როგორ ცდილობდა „ოცნება“, პროცედურული ომით აეხსნა სენაკის მოსახლეობისთვის გამოცხადებული ბოიკოტი და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება. ჩვენ ღიად მოვუწოდეთ „ოცნებას“ საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარმოდგენისკენ სენაკში, რომელსაც ჩვენ მხარს დავუჭერდით ოღონდ ეს კრიზისი დასრულებულიყო. თუმცა, სამწუხაროდ, „ოცნების“ ადგილობრივი წარმომადგენლები ვერაფერს წყვეტენ და მუნიციპალიტეტების ფუნქციონირება-არფუნქციონირება კობახიძის „კეთილ ნებაზეა“ დამოკიდებული “, - განაცხადა დაუშვილმა.

ამასთან, დაუშვილმა დეპუტატებს აჩვენა სენაკის საოლქო საარჩევო კომისიის მიერ გაცემული დოკუმენტი, რითიც დასტურდება, რომ ნიკოლოზ შამათავაზე კომისიის მიერ გაცემულია საკრებულოს წევრის მოწმობა.

„ჩვენ გვსურს, საზოგადოებას ვაჩვენოთ სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ნიკოლოზ შამათავა არჩეულია სენაკის საკრებულოს წევრად და მასზე გაცემულია შესაბამისი საკრებულოს წევრის მოწმობა. ეს არის ნათელი დადასტურება, თუ როგორი ტყუილებით ცდილობს „ოცნება“ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას სენაკის საკრებულოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, იმისათვის რომ შექმნას პოლიტიკური კრიზისი და მიაღწიოს რიგგარეშე არჩევნებს და შემდგომ დაშინების მოსყიდვის, მუქარის და სხვა დანაშაულებრივი მეთოდებით ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ხელში ჩაიგდოს საკრებულოში უმრავლესობა“, - განაცხადა დაუშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა