გიორგი კანაშვილი - ზელენსკი მსახიობი, კომიკოსი იყო, ახლა მის მოწინააღმდეგედ დგას პოლიტიკურ ქარტეხილში გამოვლილი ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინი, თუმცა რასაც ვაკვირდებით, შეცდომები არ დაუშვია - ზელენსკის მიმართ სიმპათიით ვარ განწყობილი

ზელენსკი არ იყო კლასიკურ პოლიტიკურ ბრძოლებში გამობრძმედილი ადამიანი, მოწინააღმდეგედ კი გამოცდილი და პოლიტიკურ ქარტეხილში გამოვლილი ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინი დგას - ზელენსკის ცალსახა შეცდომები ჯერ არ დაუშვია, კიევში პანიკა არ არის, - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა გიორგი კანაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, სადაც უკრაინასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებსა და ვლადიმერ ზელენსკის როლზე ისაუბრა.

როგორც კონფლიქტოლოგი განმარტავს, უკრაინაში არსებულ ვითარებაში რთულია მაღალი კლასის და ქვეყნის სწორად წარმართვა.

„ამ სიტუაციაში, პიროვნულად ღმერთმა დაიფაროს ვინმე პრეზიდენტად ყოფნისგან. ძალიან სერიოზული გამოწვევა არის. ნუ დავივიწყებთ ზელენსკის „ბექგრაუნდს“. ეს არ იყო კლასიკურ პოლიტიკურ ბრძოლებში გამობრძმედილი ადამიანი. მსახიობი, კომიკოსი იყო. მოწინააღმდეგედ დგას გამოცდილი და პოლიტიკურ ქარტეხილში გამოვლილი ვლადიმერ ვლდიმეროვიჩ პუტინი. ასეთ დროს რთულია მაღალი კლასის და ქვეყნის სწორად წარმართვა. რასაც ჩვენ ვაკვირდებით, ზელენსკის მიმართ მხოლოდ სიმპათიით ვარ განწყობილი. ცალსახა შეცდომები, რომელიც დასანახი იქნებოდა, არ უნდა ეთქვა და არ უნდა გაეკეთებინა, მგონი, ჯერ არ დაუშვია. მე უკრაინაში მყავს მეგობრები და როდესსაც ვეკონტაქტები საყოველთაო პანიკა კიევში ნამდვილად არ არის ახლა“, - აღნიშნავს კანაშვილი.

მან რუსეთის უკრაინაზე სავარაუდო თავდასხმის თარიღებზეც ისაუბრა. როგორც კანაშვილი განმარტავს, დაანონსებული შეჭრა ნაკლებად ხდება. ამასთან, მან იმ „დადებით სიგნალებზეც“ ისაუბრა, რომელიც მისი შეფასებით ბოლო რამდენიმე საათში გამოიკვეთა.

„დაანონსებული შეჭრა ნაკლებად ხდება. ნაკლებად ხდება ზუსტი თარიღების და საათის განსაზღვრა, როდის ვინ, სად შეიჭრება. ერთი, რაც შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ, არის ის, რომ გუშინ საღამოდან დაწყებული დადებითი სიგნალები არის. თითქოს ტრენდი შეიცვალა. რამდენად არის ეს განგრძობითი ტრენდი უახლოეს დღეებში ვნახავთ.

ტრენდის ცვლილებასთან დაკავშირებით, ორი მომენტია. პირველი - მართლაც უცნაურად მომხვდა ლავროვის შეხვედრის დროს გაჟღერებული ფრაზა. დამერწმუნეთ, ვინ, ვინ და ლავროვი შემთხვევით მსგავს რაღაცებს არ იძახის. ამბობენ, რომ ამერიკელებთან პოზიტიური ძვრებია, ნატო და ევროკავშირისგან არა. ისევ მიდის დამოკიდებულების ჩვენება, რომ თანაბარ მოწინააღმდეგედ თუ პარტნიორად ამერიკას მიიჩნევს. ლავროვი ამბობს, რომ მე, როგორც დიპლომატი, ვხედავ რაღაც პერსპექტივებსო. ეს შემთხვევით არ იყო. ამას მოჰყვა კონკრეტული ნაბიჯი. არამხოლოდ რუსული წყარო, რიგ დასავლურ პუბლიკაციებში საუბარია, რომ რუსული შენაერთების რედისლოკაცია დაიწყო. მესამე კოპონენტი დუმაში დაინიცირებაა, ე.წ. დენეერის და ელენერის აღიარების კუთხით“,- აღნიშნავს კანაშვილი.

მან გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებაც შეაფასა, სადაც აღნიშნავდა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ნატო-ს დღის წესრიგში არ დგას. როგორ კანაშვილი განმარტავს, „შოლცის განცხადებები ემსახურება იმას, რომ რეალისტური მოლოდინები ჰქონდეთ კიევსა და მოსკოვში“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა