ხატია დეკანოიძე - ბადრი ჯაფარიძეს უსამართლოდ ჩამოართვეს მანდატი, აუცილებელია ბრძოლის გაგრძელება - "ლელოსთან" და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან გვექნება კონსულტაციები

ბადრი ჯაფარიძეს უსამართლოდ ჩამოართვეს მანდატი და ძალიან მნიშვნელოვანია მისი ბრძოლის გაგრძელება, ძალიან მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ აჩვენოს ერთიანი ფრონტი ამ ბრძოლაში - "ლელოსთან" და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან გვექნება კონსულტაციები,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც რუსთავში ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურის დაყენებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, დაუჭერენ თუ არა მხარს ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას, ამაზე საბოლოო გადაწყვეტილებას კონსულტაციების შედეგად მიიღებენ.

დეკანოიძის თქმით, ახლა პარტიაში მიმდინარეობს მსჯელობა და გაითვალისწინებენ დავით კირკიტაძის პოზიციასაც ამ საკითხზე. მისივე ინფორმაციით, დღესვე შეხვდებიან ბადრი ჯაფარიძეს. დეკანოიძე ხაზს უსვამს, რომ ოპოზიციის კოორდინირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ვფიქრობ, საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული ყველა ოპოზიციურ პარტიას და განსაკუთრებით "ლელოსთან" ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. ჩვენ დღეს გვექნება შეხვედრა, ახლა მიმდინარეობს მსჯელობა მათ შორის, ჩვენს პარტიაშიც. გუშინ გვქონდა მსჯელობა, იცით, რომ დათო კიკრიტაძე არის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა ოპოზიციურ ფრონტზე და ვფიქრობ, მისი მოსაზრებები აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ამიტომ საბოლოოდ, კონსულტაციების დასრულების შემდეგ, მათ შორის კამპანია როგორ წარიმართება სხვა ოპოზიციური პარტიების, გავაკეთებთ განცხადებას. რაც შეეხება ჩემ მოსაზრებას, ბადრი ჯაფარიძეს უსამართლოდ ჩამოართვეს მანდატი და ძალიან მნიშვნელოვანია მისი ბრძოლის გაგრძელება, ძალიან მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ აჩვენოს ერთიანი ფრონტი ამ ბრძოლაში, ამიტომ ვფიქრობ, უაღრესად აუცილებელია და სასიცოცხლოა კოორდინირებული მოქმედება. ჩვენთან მიმდინარეობს მსჯელობა და დღეს ვფიქრობთ შევხვდეთ, გავესაუბროთ ბადრი ჯაფარიძეს, ჩვენ გუშინწინ გვქონდა ძალიან მოკლე საუბარი, მაგრამ ამის შემდეგ მნიშვნელოვანია სხვადახვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად კოორდინირებულად ვიმოქმედოთ", - განაცხადა დეკანოიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა