გიგი წერეთელი - როცა სამი დეპუტატი გაუშვეს, ვფიქრობდი, რამდენიმე ოპოზიციონერი მაინც იტყოდა: "არაფერი მესაქმება იმ პარლამენტში, სადაც არაფერს წარმოვადგენ" - როცა ჯიუტად ამტკიცებ, რომ არაფერი გეშლება, მომავალშიც ბევრჯერ შეგეშლება

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, გიგი წერეთელის განცხადებით, მას შემდეგ, რაც პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებს უფლებამოსილება შეუწყვიტეს, მოლოდინი ჰქონდა, რომ პარლამენტს ოპოზიციის სხვა წევრებიც დატოვებდნენ და იტყოდნენ: „არ მინდა ამ პარლამენტში ყოფნა, სადაც არაფერს წარმოვადგენ“.

როგორც გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის გაუქმება შურისძიების გაგრძელებაა.

ამასთან, პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ თუ ბადრი ჯაფარიძე რუსთავში შუალედურ არჩევნებს მოიგებს, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ჯაფარიძის გამარჯვების შესაძლებლობა არსებობს.

„ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება შურისძიების გაგრძელება იყო, მასაც აქვს სურვილი, რომ პასუხი გასცეს. „ევროპული საქართველოს“ ხედვაა, რომ ეს პარლამენტი არ არის ლეგიტიმაციის იმ ხარისხის, რომელიც იქ მუშაობის შესაძლებლობას გაძლევს. ბადრი ჯაფარიძეს ეს განცდა აქვს. ალბათ, მისი გადასახედიდან ეს სწორია. მე ვისურვებდი, რომ ბადრი ჯაფარიძემ გაიმარჯვოს შუალედურ არჩევნებში, რომელიც რუსთავში გაიმართება. სახელისუფლებო მანქანასთან ბადრი ჯაფარიძეს მარტო გამარჯვება გაუჭირდება. მე არ ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებს სხვანაირად ჩაატარებს. ყველა მეთოდს გამოიყენებს. ხელისუფლება ყველა იმ გადაწყვეტილებას იღებს, რომელსაც მოისურვებს და სანამ გაუვა. ძალიან მნიშვნელოვანია, მოიგებს თუ არა ერთი ოპოზიციონერი მანდატს. ამ მანდატის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ფსიქოლოგიურადაც და პოლიტიკურადაც. რუსთავში ამის შესაძლებლობა არსებობს.

მეორე ნაწილია, ზოგადად ეს პროცესი. ყველაზე დიდი დისკომფორტი და დარტყმა, დასავლეთისთვის ყველაზე დიდი ყურადღების მიმქცევი მოვლენა იყო ის, როდესაც მარტო დარჩნენ პარლამენტში. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობდი, რომ როდესაც ბადრი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და შალვა ნათელაშვილი პარლამენტიდან გაუშვეს, გამოჩნდებოდნენ ადამიანები, რომლებიც დატოვებდნენ პარლამენტს. იტყოდნენ, რომ არ მინდა ამ პარლამენტში ყოფნა, სადაც არაფერს წარმოვადგენ“, - აღნიშნავს წერეთელი.

მან ოპოზიციის მიერ ჩახსნილი სიების აღდგენის საკითხის დაყენებაც შეაფასა. კითხვაზე, რამდენად გამართლებულია ოპოზიციის მხრიდან აღნიშნული მოთხოვნა, წერეთელი დასძენს, რომ როდესაც „ისეთი გადაწყვეტილებების სერია გაქვს, რომელსაც აყენებ და არაფერი ხდება, პირიქით საპასუხო დარტყმას იღებ“.

„მე არ ვარ მომხრე, რომ ოპოზიციამ და ჩვენ დავიწყოთ თვითგვემა, ვთქვათ, რომ არავის არაფერი შეგვიძლია. თვითკრიტიკული უნდა იყო და კრიტიკულ ანალიზს უნდა აკეთებდე. როდესაც რაღაც გეშლება, უნდა თქვა, რომ მეშლება. როდესაც ჯიუტად ამტკიცებ, რომ არაფერი გეშლება, მომავალშიც ბევრჯერ შეგეშლება. ეს ანატომია ჩვენ გავიარეთ. ჩვენი პოზიციები ცნობილია. აქედან გამომდინარე, არ ვფიქრობ, რომ სწორი იყო, ნაჩქარევი... „ევროპული საქართველოს“ გადასახედიდან არასწორად მიგვაჩნია. საერთოდ, ვამბობთ, რომ ახალი არჩევნები უნდა იყოს. ახლა იმ ნაწილისთვისაც, ვინც პარლამენტში აქტიურ მუშაობას აპირებს, ვთვლი, რომ ნაჩქარევად ცხელ გულზე მოხდა პასუხის გაცემა, თითქოს, ეს მექანიზმი ავამუშაოთ, რომ არ დაიკარგოს არცერთი ადგილი.

პასუხმაც არ დააყოვნა. ჩვენ რომ დავანახოთ, ხალხს რა ცუდია, "ქართული ოცნება“, ამის უამრავი მაგალითი გვაქვს, ეს არ იყო დამატებით საჭირო. აქ საჭიროა, შენ რას გააკეთებ, რას მოიმოქმედებ. როდესაც სერია გაქვს ისეთი გადაწყვეტილებების, რომელსაც აყენებ და არაფერი ხდება, პირიქით საპასუხო დარტყმას იღებ. ამით სამწუხაროდ, უფრო სისუსტეს ავლენ. „ქართული ოცნების“ გათვლას, რომ ამომრჩეველი გადაიხაროს ძლიერისკენ, ამას კიდევ უფრო აღრმავებ“,- აღნიშნავს წერეთელი.

გიგი წერეთელმა უკრაინის საზღვრებთან მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა. ამასთან, შეაფასა საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის პოლიტიკური გზავნილები უკრაინის საელჩოში, ერთიანობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, სადაც მან უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა, რუსეთის დუმის მიერ მიღებული რეზოლუცია კი ნეგატიურად შეაფასა.

გიგი წერეთელის შეფასებით, აღნიშნული განცხადებები დღეს „დაგვიანებულია და გაუფასურებული“.

„მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს დაგვიანებული ამბავია. ახლა, მიწურულს გაკეთდა. როდესაც მოსალოდნელი იყო თავდასხმა, ეს არ მოხდა. ახლა უფრო თამამი გახდა ჩვენი ხელისუფლება. კრიტიკულ მომენტში ჩვენ არასწორი მოქმედება ვნახეთ. როდესაც რუსეთი ითხოვდა ულტიმატუმში, რომ არ მოხდეს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები, იქ საქართველო და უკრაინა ერთად არიან. თუ მოხდება სამხედრო ინტერვენცია და უკრაინა იქნება რუსეთის გავლენის სფეროებში, ჩვენც, აუცილებლად ვიქნებით ამ გავლენის სფეროებში. უნდა გვესმოდეს, რომ ის ნიანგი, რომელიც უკრაინას სჭამს, საქართველოსაც შეჭამს. გვინდა, რომ ეს არ მოხდეს. ეს რომ არ მოხდეს, უნდა იბრძოლო. ვფიქრობ, ეს განცხადებები გაუფასურებულია“, - აღნიშნავს წერეთელი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა