„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძემ ქუთაისში შეხვედრა გამართა

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად ქუთაისში, პარტიის იმერეთის რეგიონის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქუთაისს, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, ხარაგაულის, ხონის, წყალტუბოსა და ჭიათურის ადგილობრივ ორგანიზაციებთან შეხვედრაზე ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით პოზიციები შეჯერდა.

„შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მაკა ბოჭორიშვილი, რიმა ბერაძე, ნინო წილოსანი, ეკა სეფაშვილი, მაია მენაღარიშვილი, ქეთი დუმბაძე, ბაია კვიციანი, ლევან მგალობლიშვილი, ზაზა ლომინაძე, ბეჟან წაქაძე, გივი ჭიჭინაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები.

დღესვე შეხვედრა გაიმართება ოზურგეთში.

„ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებთან შეხვედრები უკვე გაიმართა მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის მხარეში”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა