ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენში ისრაელის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერს, თავდაცვის მინისტრ ბენი განცს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორობას, რომელიც დინამიურად ვითარდება.

„აღინიშნა, რომ 2022 წელი საიუბილეოა ორმხრივ ურთიერთობებში, რამდენადაც საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება. მხარეების შეფასებით, ორ ქვეყანას სამაგალითო და ძლიერი ურთიერთობა აკავშირებს, რომელიც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საერთო ფასეულობებს ემყარება და ქმნის მტკიცე საფუძველს პარტნიორობის შემდგომი განვითარებისთვის.

საუბრისას, ყურადღება გამახვილდა თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ისრაელის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ისრაელის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი დაესწრნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია