ელენე ხოშტარიას განცხადებით, უკრაინის მიმართ სოლიდარობის აქცია იმის ჩვენებაა, რომ მთავრობის გარდა არსებობს საზოგადოების ნაწილი, რომელიც პრორუსულ პოზიციას არ იზიარებს

„დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, კანცელარიასთან მიმდინარე აქციის მიზანი უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა, მეორე მხრივ კი იმის ჩვენებაა, რომ მთავრობის გარდა არსებობს საზოგადოების ნაწილი, რომელიც პრორუსულ პოზიციას არ იზიარებს. ამის შესახებ ხოშტარიამ ჟურნალისტებს კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი მოქალაქე ცალკეული აქტივობით ხაზს გაუსვამს იმას, რომ საქართველოს ინტერესები დგას დასავლეთთან და არა „ქართული ოცნების“ პოზიციასთან“.

„პირველი და ძალიან ბუნებრივი ემოცია, პოზიცია, ისტორიული არჩევანი არის სოლიდარობის განცდა უკრაინის მიმართ. გუშინ ვნახეთ ძალიან დაძაბული სიტუაცია, შეტევა რუსეთის მხრიდან და პირველი ინსტიქტი არის ის, რომ სოლიდარობის გზავნილი იყოს ჩვენი მოქალაქეების მხრიდან. მეორე საკითხი, ეს არის მთავრობის პასიურობის ფონზე იმის ჩვენება, რომ მხოლოდ მთავრობა არ არის და არის საზოგადოების სხვა ნაწილი, რომელიც სოლიდარობას სხვადასხვა ფორმით გამოხატავს - აქციით, დროშის გადმოფენით, სოციალურ მედიაში აქტიურობით, საზოგადოებრივი კვლევებით და ა.შ. „ქართულ ოცნებას“ მიტაცებული აქვს ხელისუფლება და ჩვენ, ამ ქვეყნის უმრავლესობა არ ვიზიარებთ ამ პრაქტიკულად პრორუსულ პოზიციას. ამიტომ ნებისმიერი მოქალაქის ცალკეული აქტიურობა ნებისმიერი ფორმით არის ხაზგასმა იმისა, რომ საქართველოს ინტერესები დგას დასავლეთთან და არა „ქართული ოცნების“ პოზიციასთან“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია სლოგანით - „საქართველო და უკრაინა რუსეთის გარეშე! დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!“ მიმდინარეობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა