გიგი წერეთელი - ის, რომ მიუნხენში ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტს არ შეხვდა, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ხელისუფლების მიუღებელ, მცდარ პოლიტიკასა და ტაქტიკას უკრაიანასთან მიმართებაში

ყველას უნდა ესმოდეს და პირველ რიგში ბუნებრივია საქართველოს ხელისუფლებას, რომ დღეს როცა უკრაინას უჭირს და ასე უმოქმედოდ ვართ, ჩვენ როცა ჩვენ გაგვიჭირდება და ამის ძალიან დიდი საფრთხეც არსებობს რუსეთის მხრიდან მომავალში, მაშინ ძალიან მძიმე იქნება, როცა მეზობლები და მეგობრები ასეთივე სიჩუმეში იქნებიან, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, ძალიან კარგად ჩანს თუ როგორი დამოკიდებულებაა საქართველოს ხელისუფლების მიმართ საგარეო არენაზე, რაც ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან ცუდი შედეგია.

„მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია მთავარი პოლიტიკური მოვლენაა, ეს არ არის ბიზნეს-ფორუმი. ძალიან სამწუხაროა, რომ აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა საქართველოს ხელისუფლების აბსოლუტურად მიუღებელი, მცდარი პოლიტიკა და ტაქტიკა უკრაინასთან მიმართებაში. ჯერ ერთი როგორ შეიძლება ხელიდან გაუშვა ის შესაძლებლობა, რომ რომელიმე ან რამდენიმე მნიშვნელოვან ლიდერს არ შეხვდე თუნდაც ძალიან მცირე ხნით და შენი აზრი უთხრა, მეორე ყველაზე მთავარი, გაუშვა შესაძლებლობა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ორიოდე სიტყვა მაინც უთხრა მაშინ, როცა აქტიურად არ მოქმედებ მის მხარდასაჭერად. სამწუხაროა, რომ ასე ხდება და მთავარი დასამახსოვრებელი აქ იყო, რომ პრემიერ-მინისტრი შეხვდა რომელიღაც კრიპტოვალუტის პლატფორმის ხელმძღვანელს.

რა თქმა უნდა, ასეთ ვითარებაში ძალიან კარგად ჩანს თუ დღეს როგორი დამოკიდებულებაა საქართველოს ხელისუფლების მიმართ საგარეო არენაზე. ეს ნებით ხდება თუ უნებლიედ, ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან ცუდი შედეგია. ყველას უნდა ესმოდეს და პირველ რიგში ბუნებრივია საქართველოს ხელისუფლებას, რომ დღეს როცა უკრაინას უჭირს და ასე უმოქმედოდ ვართ ჩვენ, პირველ რიგში ხელისუფლება მყავს მხედველობაში და არა საზოგადოება, საზოგადოება აქტიურობს, როცა ჩვენ გაგვიჭირდება და ამის ძალიან დიდი საფრთხეც არსებობს რუსეთის მხრიდან მომავალში, მაშინ ძალიან მძიმე იქნება, როცა მეზობლები და მეგობრები ასეთივე სიჩუმეში იქნებიან. ამიტომ, ეს რომ არ მოხდეს, დღეს საჭიროა გაცილებით უფრო აქტიური პოზიციონირება, არავინ არ მოუწოდებს საქართველოს რომ ომში ჩაებას ან რაღაც საომარი მოქმედებები განახორციელოს ან სამხედრო დახმარება გაუწიოს უკრაინას, მაგრამ სოლიდარობის გაცილებით უფრო მკაფიოდ და ნათლად პოლიტიკურ პრინციპებზე გამოხატვა იქნება სწორი ტაქტიკა“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა