მიხეილ სააკაშვილი - ჩემი გული არის უკრაინაში, იქ რომ ვიყო, ჯანმრთელობის მდგომარეობა რა საშუალებას მომცემდა, ფრონტის წინა ხაზზე, იარაღით ხელში ვიდგებოდი, რადგან ახლა ყველა ჩვენგანის ბედი კიევში წყდება

ჩემი გული არის უკრაინაში. იქ რომ ვიყო ახლა, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის მდგომარეობა რა საშუალებას მომცემდა, ფრონტის წინა ხაზზე იარაღით ხელში ვიდგებოდი, იმიტომ, რომ ახლა, ყველა ჩვენგანის ბედი კიევში წყდება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მისი ბრალდების საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან მიმართებით მაშინ ხალხმა მას ვერდიქტი გამოუტანა.

„რაც არ უნდა შთაგაგონონ, უიმედობა, ეს მოგონილი პროცესები, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ საკითხზე ქართველმა ხალხმა ვერდიქტი გამოიტანა. როგორ შეუძლია მოსამართლეს, პროკურორს და სხვას, გამოიტანოს ვერდიქტი იმაზე, რომელზეც მაშინ, ჯერ კიდევ 4,5 - მილიონიანმა საქართველომ ვერდიქტი გამოიტანა. ეს ვერდიქტი იყო ის, რომ ხალხმა ხელახლა ამირჩია საქართველოს პრეზიდენტად და შემდეგ ჩვენ საქართველო დავიცავით რუსეთის აგრესიისგან.

მე, ამ შუშის უკან ვდგავარ იმიტომ, რომ ჩვენ არ ჩავაბარეთ თბილისი, იმიტომ, რომ როდესაც გზა ხსნილი იყო და გვეუბნებოდნენ, ოჯახს ხელი მოკიდე და გაიქეცი შენს არარსებულ ანგარიშებთან შვეიცარიის ბანკში, ჩვენ ვთქვით, რომ ვრჩებით და ამ ჰიბრიდულ და ნამდვილ ომში არ ვიქნებით დამარცხებულები. დღეს, ყველა ახსენებს უკრაინა-საქართველოს მაგალითს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის იმპერიამ ცხვირი წაიტეხა. ის, ახლა, საბოლოოდ დასამარდება ჩვენი, ჩემი უკრაინის ტერიტორიაზე. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ჩემი გული არის იქ. იქ რომ ვიყო ახლა და თქვენ იცით, ისინი ჩემს გადაცემას ითხოვენ, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის მდგომარეობა რა საშუალებას მომცემდა, ფრონტის წინა ხაზზე იარაღით ხელში მე თვითონ ვიდგებოდი, იმიტომ, რომ ახლა, ყველა ჩვენგანის ბედი კიევში წყდება. ყველაფერი დანარჩენი გაიფანტება, როგორც გუშინდელი ნისლი და საქართველო აუცილებლად იქნება გამარჯვებული, გვიყვარს ეს სიტყვა - აუცილებლად გაბრწყინებული და აუცილებლად შევძლებთ ჩვენი ყველა სიღატაკის, უბედურების გადალახვას, რა თქმა უნდა, აუცილებლად ავაშენებთ ლაზიკას, ჩვენ ანაკლიას. აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, მან დარბაზში მყოფებს, ვინც მხარდასაჭერად მივიდნენ, მადლობა გადაუხადა.

„მე დღეს არავისთან ვაპირებ ჩხუბს, სენსაციებს, მაგრამ დღევანდელი დღიდან ვიმყოფები სრულ შიმშილობის რეჟიმში. ეს არის ჩემი სიცოცხლით შენატანი საქართველოს უკეთეს მომავალ დღეში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

აღნიშნული განცხადების პარალელურად, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის სახელმწიფო დროშას აკოცა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია