აშშ-ის საელჩო უკრაინაში - ყველაფერი საქართველოში განვითარებულ სცენარს ჰგავს და მსოფლიო ამ ტყუილებზე მეტად აღარ გასულელდება

აშშ-ის საელჩო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს საქართველოში 2008 წელს განვითარებულ სცენარს ადარებს და აცხადებს, რომ მსოფლიო მეტად აღარ გასულელდება.

„ყალბი დროშები, დეზინფორმაცია და ახლა მისი საკუთარი მარიონეტები „ითხოვენ“ დაცვას. ეს ყველაფერი პირდაპირ საქართველოში განვითარებულ სცენარს ჰგავს და მსოფლიო ამ ტყუილებზე მეტად აღარ გასულელდება“, - წერია განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომა გამართა, სადაც განაცხადა, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების საკითხზე გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს.

მანამდე, დღეს უკრაინის ოკუპირებული რეგიონების - დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ ლიდერებმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ე.წ. "დამოუკიდებლობის" აღიარების თხოვნით მიმართეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება