ბორის ჯონსონი - დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება, არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა - დიდი ბრიტანეთი გააკეთებს ყველაფერს, რისი გაკეთებაც შეუძლია, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად

დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება, არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს კიდევ ერთი სიგნალია, რომ სიტუაცია ვითარდება არასწორი მიმართულებით.

„დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება, არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა. ეს არის სუვერენულობისა და ტრიტორიული მთლიანობის დარღვევა და ამასთან მინსკის შეთანხმების უარყოფა. ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი ნიშანია. ეს კიდევ ერთი სიგნალია, რომ სიტუაცია ვითარდება არასწორი მიმართულებით.

დიდი ბრიტანეთი ყველაფერს გააკეთებს, რისი გაკეთებაც შეუძლია, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა.

"საჭირო გახდა მიგვეღო გადაწყვეტილება დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების სუვერენიტეტის აღიარების შესახებ. ვთხოვ ფედერაციის საბჭოს, სასწრაფოდ მოახდინოს ამ გადაწყვეტილების რატიფიცირება. ამის შემდეგ სასწრაფოდ უნდა შევიდეს გადაწყვეტილება ძალაში რესპუბლიკების დახმარებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვითხოვთ, სასწრაფოდ შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა შედეგი სისხლისღვრაზე დაეკისრება უკრაინის მმართველ ხელისუფლებას. მე მაქვს რუსი ხალხის მხარდაჭერის იმედი“,- განაცხადა პუტინმა სპეციალურ მიმართვაში.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა