შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - ვინაიდან რაფაელ მურსაკულოვს ბრალი ყაჩაღობითაც აქვს წაყენებული და მან ეს დანაშაული აღიარა, გამოდის, მკვლელობის მოტივიც ეს იყო

ვინაიდან რაფაელ მურსაკულოვს ბრალი ყაჩაღობითაც აქვს წაყენებული და მან ეს დანაშაული აღიარა, გამოდის, მოტივიც ეს იყო, - ამის შესახებ ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულის, რაფაელ მურსაკულოვის ადვოკატმა, სოფიო გოგლიჩიძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, მურსაკულოვი შეღავათებს არ ითხოვს და ის ჩადენილ დანაშაულს ინანიებს.

„ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, ინანიებს, დღეს მან დასკვნითი სიტყვით ისარგებლა. ძალიან მძიმეა მისთვის ამ ყველაფრის გააზრება, ყველას ბოდიში მოუხადა თუკი, ვინმესთან შემხებლობა ჰქონია, ოჯახსაც, საზოგადოებასაც. ბრალდებულს აღქმა არ შეუძლია, რატომ მოხდა ეს, მას გარკვეული ფსიქიკური პრობლემები აქვს, რაც მის შერაცხადობას არ გამორიცხავს. აქედან გამომდინარე შეიძლება აიხსნას, თუ რა მოხდა იმ დღეს და რატომ ვერ გაიაზრა მან ეს. როცა დაფიქრდა და გაიაზრა რაც მოხდა, გულწრფელად მოინანია. ის გაგებას არავის სთხოვს და ელოდება ისეთ გადაწყვეტილებას, რასაც სასამართლო მიიღებს. თვითონაც ვერ აღწერს ეს ყველაფერი რამ გამოიწვია. ვინაიდან ბრალი ყაჩაღობითაც აქვს წაყენებული და მან აღიარა ეს დანაშაული, გამოდის, მოტივიც ეს იყო",- განაცხადა გოგლიჩიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა