იაპონია რუსეთს უკრაინაში მისი ქმედებების გამო სანქციებს უწესებს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა.
მისი თქმით, სანქციები ითვალისწინებს იაპონიაში რუსული ობლიგაციების გამოშვების აკრძალვას, გარკვეული ფიზიკური პირების აქტივების გაყინვას და ასევე იაპონიაში მოგზაურობის შეზღუდვას.
"რუსეთის ქმედებები აშკარად აზიანებს უკრაინის სუვერენიტეტს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაკრიტიკებთ ამ ნაბიჯებს და მკაცრად მოვუწოდებთ რუსეთს დაუბრუნდეს დიპლომატიურ განხილვებს", - თქვა მან. „სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია და გავაგრძელებთ მასზე დაკვირვებას,”- აღნიშნა იაპონიის პრემიერმა.
მისი თქმით, სანქციების დეტალები დამუშავდება და უახლოეს დღეებში გამოცხადდება.