კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების პირველი რაუნდი წარადგინა.
ტრუდოს განცხადებით, მისი მთავრობა კანადელებს აუკრძალავს ყველანაირ ფინანსურ ურთიერთობას ე.წ. "დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან" ლუგანსკთან და დონეცკთან.
კანადა ასევე აწესებს სანქციებს რუსეთის სუვერენულ ვალზე. ტრუდომ განაცხადა, რომ მისი მთავრობა სანქციებს დაუწესებს იმ რუს პარლამენტარებს, რომლებმაც დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების სასარგებლოდ მისცეს ხმა.
„კანადა დამატებით სანქციებს გამოიყენებს სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ორი რუსული ბანკის წინააღმდეგ და მათთან ყველანაირ ფინანსურ ურთიერთობას შეწყვეტს,“- განაცხადა ტრუდომ.
კანადის პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ მიუღებელია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულება აღმოსავლეთ უკრაინაში რუსი ჯარისკაცების შესვლასთან დაკავშირებით.
„არ დაუშვათ შეცდომა: ეს არის შემდგომი შეჭრა სუვერენულ სახელმწიფოში, რაც აბსოლუტურად მიუღებელია“, - აღნიშნა ტრუდომ.