არჩილ თალაკვაძე რუსეთის მიმართ სანქციებზე - მიუღებელია უკრაინის წინააღმდეგ აგრესია - საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოების და პარტნიორების ნაბიჯებს

საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოების და პარტნიორების ნაბიჯებს, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფასთან დაკავშირებით იქნება გადადგმული, - ამის შესახებ ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, დაუჭერს თუ არა საქართველო მხარს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და რამდენად შეიძლება შეუერთდეს მას.

მისივე თქმით, საქართველოს უკრაინის საკითხზე მჭიდრო კოორდინაცია აქვს პარტნიორებთან და მათგან ქმედით ნაბიჯებს ელის.

„საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. მიუღებელია უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესია და მისი სუვერენიტეტის ხელყოფა. ჩვენ ვართ უკრაინელი ხალხის გვერდით და ყველას გვესმის და ვხედავთ, რომ ის, რაც ხდება უკრაინაში - დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების ოკუპაცია ზუსტად იმეორებს რუსეთის მხრიდან საქართველოს რეგიონების ოკუპაციას, რომელიც მოხდა, ეს არ არის გაყინული კონფლიქტები, ოკუპაცია გრძელდება და ყოველდღიურად ძალიან ბევრი ადამიანის უფლების დარღვევას იწვევს.

ჩვენ გვაქვს მჭიდრო კოორდინაცია პარტნიორებთან, როგორც აშშ-სთან, ასევე ევროკავშირთან და ველით საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ქმედით ნაბიჯებს იმ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს და უკრაინის სუვერენიტეტს. სანქციებს შეიმუშავებს აშშ და ევროკავშირი და რა თქმა უნდა, როცა გითხარით, რომ ველით საერთაშორისო საზოგადოების ქმედით ნაბიჯებს, ზუსტად ამას ვგულისხმობდით, რომ სანქციებზე მუშაობა მიმდინარეობს. საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოების და პარტნიორების ნაბიჯებს, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფასთან დაკავშირებით იქნება გადადგმული,"- განაცხადა თალაკვაძემ.

დამაზუსტებელ კითხვაზე, რამდენად შეიძლება შეუერთდეს სანქციებს საქართველოც, თალაკვაძე პასუხობს, რომ „არ არის სწორად დასმული შეკითხვა" და ამ საკითხზე ამომწურავად ისაუბრა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა