სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილ ბავშვებს საჩუქრები გადაეცათ

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით სენაკში, ფოთსა და ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ 170-მდე ბავშვს საჩუქრები გადაეცა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მტავრობის ინფორმაციით, მოზარდებს საჩუქრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრმა დავით ფაცაციამ და მინისტრის პირველმა მოადგილემ გურამ მისაბიშვილმა გადასცეს.

ღონისძიება „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიის“ (IHRC) მხარდაჭერით განხორციელდა. აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით მსგავსი ღონისძიებები საქართველოს რეგიონებში მომავალშიც გაგრძელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება