ზურაბ ბატიაშვილი - ეს ორი დიდი ქვეყნის ომია, სადაც სამწუხაროდ, მსხვერპლი და განადგურება დიდი იქნება - დასავლეთის მთავარი მიზანი რუსეთის გამოფიტვა იქნება

ეს არის ორი დიდი ქვეყნის ომი, სადაც სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ მსხვერპლი და განადგურება იქნება ძალზედ დიდი, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა „პალიტრანიუსის“ სპეციალურ გამოშვებაში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დასავლეთი უკრაინას ყველა შესაძლო გზით უჭერს მხარს.

„დასავლეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა როგორც დიპლომატიური, ისე შეიარაღების მიწოდების, სადაზვერვო ინფორმაციების მიწოდების თვალსაზრისით და საომარი მოქმედებების დროს ძალზედ მნიშვნელოვანია. ის ტექნიკა, რომელიც უკრაინელებმა მოწინააღმდეგეს გაუნადგურეს, სწორედ სადაზვერვო ინფორმაციის კარგად დამუშავების შედეგია, რადგან წინასწარ იმის ცოდნა, თუ სად ჰყავს მოწინააღმდეგეს განლაგებული შეიარაღებული ძალები და საიდან უნდა ველოდოთ შეტევას, მნიშვნელოვანია. უკვე ვხედავთ, რომ პირველი განადგურებული რუსული თვითმფრინავები არის აღმოსავლეთ უკრაინაში და ეს ციფრი ძალიან მალე გაიზრდება“, - აღნიშნა ბატიაშვილმა.

მისივე თქმით, დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ ასევე გაძლიერდება ეკონომიკური სანქციები. როგორც ბატიაშვილმა განაცხადა, მთავარი მიზანი იქნება რუსეთის ეკონომიკური გამოფიტვა.

„მხარდაჭერა გაგრძელდება, პუტინის არავის ეშინია და ეს დავინახეთ ძალიან კარგად ბოლო მოვლენების დროსაც. იქნება სანქციების მეორე ტალღა და ის შემდგომშიც გაგრძელდება. რაც დანამდვილებით ვიცით - სანქციები იქნება ორ მსხვილ რუსულ ბანკზე, რომლის საერთო ღირებულება 750 მილიარდი დოლარია. ეს მიმართული იქნება იმისთვის, რომ რუსეთის ფინანსური შესაძლებლობები ჩამოშალონ. დღეს მაგალითად, დოლარის ფასი უკვე 100 რუბლს გადასცდა და იმის გამო, რომ რუსული აქციების ფასი კატასტროფულად დაეცა, სასწრაფო წესით დახურეს მოსკოვისა და პეტერბურგის საფონდო ბირჟები. ეს მხოლოდ დასაწყისია, ვფიქრობ, რომ რუსეთის გამოფიტვა იქნება დასავლეთის მთავარი მიზანი“, - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა