რაგბიში საქართველოსა და რუსეთს შორის დაგეგმილი მატჩი გადაიდო

რაგბიში, საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს დაგეგმილი მატჩი გადაიდო. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

„შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რაგბი ევროპამ 27 თებერვალს თბილისში, საქართველოსა და რუსეთს შორის გასამართი მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო“ – ნათქვამია რაგბი ევროპის ოფიციალურ განცხადებაში.

„რადგან თამაში 2023 წლის მსოფლიო თასის ეგიდითაც უნდა გამართულიყო, რაგბი ევროპა კონსულტაციებს გადის მსოფლიო რაგბთან, რის შემდეგაც მატჩის ჩატარების სავარაუდო ვადები გაირკვევა.

საქართველოს რაგბის კავშირი მჭიდრო კონტაქტზეა რაგბი ევროპასთან და მსოფლიო რაგბთან, დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით დაუყოვნებლივ.

ასევე, გაუქმდა 27-28 თებერვალს მოსკოვში გასამართი თოვლის რაგბის ჩემპიონატი, 26 თებერვალს ესპანეთსა და რუსეთის ქალთა ნაკრებებს შორის მადრიდში გასამართი მატჩი კი, ჯერჯერობით ძალაში რჩება.

2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, ბორჯღალოსნებს რუსეთთან უნდა ეთამაშათ, თუმცა რაგბი ევროპამ თამაში ჯერჯერობით უცნობი ვადით გადადო“, - წერია საქართველოს რაგბის კავშირის განცხადებაში.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება