პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის ყველა კარი დაკეტილია - შესაბამისად, ოპოზიციას, რომლის მოთხოვნითაც რიგგარეშე სხდომა დანიშნა, დარბაზში შესვლის შესაძლებლობა არ ეძლევა

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის ყველა კარი დაკეტილია. შესაბამისად, საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებს, რომელთა მიმართვის საფუძველზეც პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დანიშნა, სასესიო დარბაზში შესვლის შესაძლებლობა არ ეძლევათ.

შესაბამისად, არ ტარდება არა თუ რიგგარეშე სხდომა, არამედ სხდომის გახსნისთვის საჭირო პროცედურა, რაც რეგისტრაციის გავლას ითვალისწინებს.

ოპოზიცია პლენარული სხდომის დარბაზის კარის გახსნას და რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობის მიცემას ითხოვს. ისინი მმართველ გუნდს შეახსენებენ, რომ ამ გადაწყვეტილებით ირღვევა, როგორც პარლამენტის რეგლამენტი, ისე საქართველოს კონსტიტუცია.

შეგახსენებთ, რომ 25 თებერვალს, 12:00 საათზე პარლამენტის პლენარული სხდომა დანიშნულია. სხდომის დღის წესრიგს უკრაინასთან დაკავშირებული საკითხი და ამ თემაზე პრემიერ-მინისტრის მოსმენა წარმოადგენს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს