საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საფრანგეთს აშფოთებს რუსეთის შესაძლო სამხედრო თავდასხმა საქართველოსა და მოლდოვას წინააღმდეგ

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინის სახელმწიფოებრიობის განადგურებას ცდილობს.

„ეს არის ტოტალური ომი. პუტინმა გადაწყვიტა ამოიღოს უკრაინა ქვეყნების რუკიდან", - აღნიშნა ლე დრიანმა რადიო France Inter-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება.

ჟან-ივ ლე დრიანმა ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთი "შეშფოთებულია" ორი პოსტსაბჭოთა ქვეყნის, მოლდოვასა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთი მიერ შესაძლო სამხედრო თავდასხმის განხორციელების გამო.

ინფორმაციას გამოცემა „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა