ვლადიმერ ზელენსკი - ყველა აქ ვართ, ვიცავთ დამოუკიდებლობას, ჩვენს სახელმწიფოს და ასე იქნება მომავალშიც

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ კიევის ქუჩიდან ქვეყნის მაღალჩინოსნებთან ერთად ვიდეომიმართვა გაავრცელა.

მასთან ერთად უკრაინის პრემიერ-მინისტრი, ფრაქციის თავმჯდომარე, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი და მისი მრჩეველი იყვნენ.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ყველა რჩება ადგილზე და აგრძელებს ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვას.

„საღამო მშვიდობის. ფრაქციის ლიდერი აქ არის, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი აქ არის, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი პოდოლიაკი აქ არის, პრემიერ -მინისტრი შმიგალი აქ არის, პრეზიდენტი აქ არის. ჩვენი ჯარები აქ არიან, მოქალაქეები აქ არიან, ყველა აქ ვართ, ვიცავთ დამოუკიდებლობას, ჩვენს სახელმწიფოს და ასე იქნება მომავალშიც. დიდება ჩვენს დამცველებს“,- განაცხადა ზელენსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა