დიდი ბრიტანეთის ელჩი - ქართველი ხალხი უკრაინას მძლავრ სოლიდარობას უცხადებს - რაც უფრო მტკიცე იქნება კოალიცია რუსული აგრესიის წინააღმდეგ, მით უკეთესი

ქართველი ხალხი უკრაინას მძლავრ სოლიდარობას უცხადებს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარკ კლეიტონი „ტვიტერის“ გვერდზე წერს და თბილისში, რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეების ფოტოსთან ერთად აქვეყნებს.

“ქართველი ხალხი უკრაინას მძლავრ სოლიდარობას უცხადებს. რაც უფრო მტკიცე იქნება კოალიცია რუსული აგრესიის წინააღმდეგ, მით უკეთესი”, - წერს მარკ კლეიტონი.

უკვე რამდენიმე საათია თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. უკვე რამდენიმე საათია ასეულობით ადამიანი რუსთაველის გამზირზე უკრაინას რუსული აგრესიის გამო სოლიდარობას უცხადებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა