ვოლოდიმირ ზელენსკი - ეს არის ის გადამწყვეტი მომენტი, როცა ხანგრძლივი დისკუსია უნდა დასრულდეს და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება გადაწყდეს

ეს არის ის გადამწყვეტი მომენტი, როდესაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ხანგრძლივი დისკუსია და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება გადაწყდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

ზელენსკის თქმით, მას აღნიშნულის შესახებ უკვე ჰქონდა საუბარი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან.

„ეს არის ის გადამწყვეტი მომენტი, როდესაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ხანგრძლივი დისკუსია და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება გადაწყდეს. შარლ მიშელთან განვიხილე დამატებითი ეფექტური დახმარების საკითხი და ასევე უკრაინელების გმირული ბრძოლა მათი თავისუფალი მომავლისთვის“, - წერს ზელენსკი.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!