გიგი წერეთლის განცხადებით,  ახლა უკრაინაში წყდება მსოფლიოში დღის წესრიგს დემოკრატიული ძალები შექმნიან თუ აგრესორი პუტინი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი წერეთლის განცხადებით, ახლა სწორედ უკრაინაში წყდება მსოფლიოში დღის წესრიგს დემოკრატიული ძალები შექმნიან თუ აგრესორი პუტინი.

მისი თქმით, უკრაინის სწრაფი და ეფექტური სამხედრო, ფინანსური თუ პოლიტიკური მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად გადამწყვეტია.

„თუ დასავლეთი შეძლებს ერთიანობის შენარჩუნებას და სწრაფ მოქმედებას, დიდი ალბათობით, რუსეთი ვერ მოახერხებს მიზნის მიღწევას. ახლა, სწორედ უკრაინაში წყდება მსოფლიოში დღის წესრიგს დემოკრატიული ძალები შექმნიან თუ აგრესორი პუტინი. ადრე დაშვებული შეცდომები აღარ უნდა განმეორდეს, ამ შეცდომებს წარმოუდგენლად მაღალი ფასი აქვს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა ვენაში, სადაც ამ დღეებში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომები იმართება.

დებატების მთავარი თემა უკრაინის მიმართ რუსეთის სამხედრო აგრესია და ადეკვატური საერთაშორისო პასუხის აუცილებლობაა ომის შესაჩერებლად. ეუთო-ს ლიდერებმა მიიღეს დეკლარაცია, სადაც მკაცრად დაგმობილია კრემლის მოქმედებები და მკაფიოდაა მხარდაჭერილი უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და რუსეთის წინააღმდეგ უმკაცრესი სანქციები.

გიგი წერეთელი შეხვდა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ორგანიზაციის ბიუროს წევრებს, უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელს ნიკიტა პოტურაევს, აშშ კონგრესის დელეგაციის წევრებს, ასევე ლიტვის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, ავსტრიის, აზერბაიჯანის, რუმინეთის, მონგოლეთის, კვიპროსის, ალბანეთის, სლოვაკეთის, იტალიის საპარლამენტო ლიდერებს.

მონაწილეობა მიიღო უკრაინის მხარდამჭერი ინტერფრაქციული რეზოლუციის შემუშავებაში, სადაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ევროატლანტიკური პერსპექტივაც არის აღნიშნული.

გიგი წერეთელმა “ევროპის სახალხო პარტიის” ლიდერებთან ერთად უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ონლაინ შეხვედრა გამართა ევროპარლამენტის ფრაქციის თავმჯდომარე მანფრედ ვებერთან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა