„ვითიბი ბანკ ჯორჯია“ საცალო პორტფელის „ბაზისბანკზე“ გასხვისების შესახებ განცხადებას ავრცელებს

სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიამ“ მიიღო გადაწყვეტილება, გაასხვისოს არსებული საცალო სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი „ბაზისბანკზე“. ამის შესახებ ინფორმაციას „ვითიბი ბანკ ჯორჯია“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ ყველა ფიზიკური პირი, მეანაბრე და მსესხებელი „ბაზისბანკის“ მომხმარებელი გახდება და საბანკო მომსახურებას როგორც „ბაზისბანკის“, აგრეთე „ვითიბი ბანკის“ ფილიალებში მიიღებს.

„როგორც მოგეხსენებათ, „ბაზისბანკი“ თავისი 28 - წლიანი ისტორიითა და 2 მილიარდამდე ლარის აქტივებით, უმსხვილესი ქართული ბანკების ხუთეულშია, ემსახურება, როგორც საცალო მომხმარებელს, ასევე მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესებს.

ამასთანავე, ქართულ საფინანსო ბაზარზე, გახლავთ ბოლო ათწლეულის ყველაზე სწრაფად მზარდი ბანკი, რომელმაც დეპოზიტების პორტფელი გაზარდა 10 - ჯერ, აქტივები 15 - ჯერ, ხოლო საკრედიტო პორტფელი - 19 ჯერ.

გამომდინარე იქიდან, რომ „ბაზისბანკის“ სტრატეგიულ მიმართულებას საცალო ბიზნესის ზრდა და მომსახურების ქსელის გაფართოება წარმოადგენს, მივიღეთ გადაწყვეტილება, გადმოვიბაროთ „ვი თი ბი ბანკის“ საცალო ბიზნესი, რომელიც მოიცავს საცალო ფილიალებს, დეპოზიტებს, მიმდინარე და საბარათე ანგარიშებსა და საცალო საკრედიტო პორტფელის მომსახურებას“, - განაცხადა „ბაზისბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - საქართველოზე გამავალ „შუა დერეფანს“, შესაძლოა, ახლო მომავალში ახალი კონკურენტი მიმართულება გამოუჩნდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2026
„მაგთი“ ქართულ სატელეკომუნიკაციო სფეროში პირველი ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს - AI მაგთი ჩატს და აგრძელებს ინოვაციების ტრადიციას
წარმართე შენი ბიზნესი ევროპაში