იაპონია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს უერთდება

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კისიდამ განაცხადა, რომ ტოკიო უერთდება შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, ევროპისა და კანადას გადაწყვეტილებას რუსეთის ზოგიერთი ბანკის SWIFT -ის სისტემაზე წვდომის ბლოკირების შესახებ. იაპონური მედიის ინფორმაციით, კისიდამ განაცხადა, რომ იაპონია სანქციებს დაუწესებს რუს მაღალჩინოსნებს, კერძოდ, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.

გარდა ამისა, იაპონია უკრაინისთვის 100 მილიონ დოლარს გამოყოფს საგანგებო ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოსიმასა ხაიასი დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ამ თემაზე მოლაპარაკებას გამართავს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
„მაგთი“ ქართულ სატელეკომუნიკაციო სფეროში პირველი ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს - AI მაგთი ჩატს და აგრძელებს ინოვაციების ტრადიციას
წარმართე შენი ბიზნესი ევროპაში