აშშ-ში პუტინის განცხადებას ბირთვული ძალების განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანის შესახებ „სრულიად მიუღებელს“ უწოდებენ

აშშ-ში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებას ბირთვული ძალების განსაკუთრებულრეჟიმზე გადაყვანის შესახებ „სრულიად მიუღებელს“ უწოდებენ.

როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში, ლინდა თომას-გრინფილდმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტი პუტინი აგრძელებს ამ ომის ესკალაციას სრულიად მიუღებელი გზით.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მისი ქმედებების მაქსიმალურად ძლიერი გზით შეჩერება“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უბრძანა რუს სამხედროებს, ბირთვული ძალები "სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანონ, რაც რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალებისთვის განგაშის უმაღლესი დონეა.

სამხედრო მაღალჩინოსნებთან საუბრისას, მათ შორის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან, მან განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა განახორციელეს "არამეგობრული ქმედებები" რუსეთის მიმართ და დააწესეს "არალეგიტიმური სანქციები".

პაატა ცაგარეიშვილი - საქართველოზე გამავალ „შუა დერეფანს“, შესაძლოა, ახლო მომავალში ახალი კონკურენტი მიმართულება გამოუჩნდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2026
„მაგთი“ ქართულ სატელეკომუნიკაციო სფეროში პირველი ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს - AI მაგთი ჩატს და აგრძელებს ინოვაციების ტრადიციას
წარმართე შენი ბიზნესი ევროპაში