უკრაინის დელეგაცია უკვე ბელარუსშია

უკრაინის დელეგაცია უკვე ბელარუსშია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ამასთან, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკის ინფორმაციით, შეხვედრა მოსკოვის დროით 12:00 საათზე უნდა დაიწყოს.

„სულ ახლახანს მივიღეთ ინფორმაცია, რომ ისინი რამდენიმე წუთში ჩამოვლენ, შესაბამისად, 12:00 საათისთვის მივუსხდებით მოლაპარაკებათა მაგიდას“, - აღნიშნა მან.

მედინსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული მხარე „რუდუნებითა და მშვიდად“ ელის უკრაინულ დელეგაციას, რომელიც მისი ინფორმაციით, საკმაოდ მაღალ დონეზე იქნება წარმოდგენილი.

„უკვე ერთი დღე-ღამეა, რაც ბელარუსში ვიმყოფებით, გუშინდელი დღის შემდეგ უკრაინასთან შეთანხმებულ ადგილას ვართ. სამწუხაროდ, უკრაინის დელეგაციის ჩამოსვლის დრომ რამდენჯერმე გადაინაცვლა რთული ლოჯისტიკის გამო,“ - განაცხადა რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა.

მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის წევრების ვინაობა ცნობილია. მასში შედიან: ფრაქცია ,,ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავიდ არახამია, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრეჩეველი მიხეილ პოდოლიაკი, უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი ანდრეი კოსტინი , სახალხო დეპუტატი რუსტემ მეროვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლაი ტოჩიცკი. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოლაპარაკების საკვანძო თემა იქნება ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტა და რუსული ჯარის ტერიტორიიდან გაყვანა.

აღსანიშნავია, რომ დელეგაციის ერთ-ერთი წევრი დავიდ არახამია მოლაპარაკებების მოლოდინთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ამ შინაარსის პოსტს აქვეყნებს: "მოლაპარაკებები ან სწორი მიმართულებით წავა, ან ისე, როგორც რუსული სამხედრო გემი", - წერს არახამია.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის