რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კიევის მოსახლეობას "უსაფრთხო დერეფანს" სთავაზობს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კიევის მოსახლეობას დედაქალაქის დასატოვებლად „ღია და უსაფრთხო" დერეფანს სთავაზობს. "მივმართავთ კიევის მოსახლეობას. ქალაქის ყველა სამოქალაქო პირს შეუძლია თავისუფლად დატოვოს უკრაინის დედაქალაქი კიევი-ვასილკოვის გზატკეცილით. ეს მარშრუტი ღია და უსაფრთხოა", - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, გენერალ-მაიორ იგორ კონაშენკოვის განცხადებაში.

მისი მტკიცებით, რუსული ძალების სამიზნეს მხოლოდ სამხედრო ობიექტები წარმოადგენს.

„კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო სამიზნეებს ესხმიან თავს. მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს არ ემუქრება", - აცხადებს კონაშენკოვი.

შეგახსენებთ, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან მინიმუმ 352 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 14 ბავშვი დაიღუპა. უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსული ძალები თავს ესხმიან სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის საცხოვრებელ შენობებს, ბაღებსა და სკოლებს.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა