ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირის წევრობა არის ის, რასაც მრავალი წელი დასჭირდება, უკრაინაში ომს კი პასუხი უახლოეს საათებში უნდა გავცეთ

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინას აქვს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, მაგრამ წევრობა არ დგას დღის წესრიგში.

ამის შესახებ ბორელმა ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"დღეს ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, დამიჯერეთ. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ უფრო პრაქტიკულ საკითხებზე. ევროკავშირის წევრობა არის ის, რასაც მრავალი წელი დასჭირდება. უკრაინაში ომს კი პასუხი უახლოეს საათებში უნდა გავცეთ. არა უახლოეს წლებში, არამედ მომდევნო რამდენიმე საათში", - განაცხადა ბორელმა.

"უკრაინას აშკარად აქვს ევროპული პერსპექტივა, მაგრამ ახლა ჩვენ უნდა ვებრძოლოთ აგრესიას. მსოფლიო არ დაუშვებს, რომ ძლიერმა ქვეყანამ დაამარცხოს მეზობელი ქვეყანა თავისი სამხედრო შესაძლებლობების გამოყენებით. თუ დავუშვებთ, ეს იქნება „ჯუნგლების კანონი“, -აღნიშნა მან.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია