ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონთან საუბარში ომის შეწყვეტის პირობები დაასახელა

საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ომის შეწყვეტის პირობები დაასახელა.

ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის ვებგვერდზეა განთავსებული.

პუტინმა აუცილებელ პირობად დაასახელა „უსაფრთხოების სფეროში რუსეთის ლეგიტიმური ინტერესების უპირობო გათვალისწინება“, რაც, მისი თქმით, მოიცავს: ყირიმზე რუსეთის სუვერენიტეტის აღიარებას; უკრაინის დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას; ნეიტრალური სტატუსის უზრუნველყოფას.

კრემლის ლიდერმა ასევე გაიმეორა თავისი განცხადებები, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები „არ ემუქრებიან მშვიდობიან მოსახლეობას და არ ახორციელებენ დარტყმებს სამოქალაქო ობიექტებზე“.

„მან ამ ყველაფერში „უკრაინელი ნაციონალისტები“ დაადანაშაულა“, - აღნიშნულია კრემლის განცხადებაში.

მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დათანხმდა, დაიცვას ზოგიერთი შეთანხმება, კერძოდ - შეწყვიტოს დარტყმები და თავდასხმები სამოქალაქო საცხოვრებლებზე და დაიცვას ყველა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა