Google Maps-მა უკრაინაში გზებზე გადაადგილების დატვირთულობის მონაცემები გათიშა, რისი მიზანიცაა, რუსებს არ ჰქონდეთ ინფორმაცია იმის შესახებ თუ სადაა ყველაზე მეტი ტრანსპორტი თავმოყრილი.
ჩვეულებრივ შემთხვევაში, აპლიკაცია აჩვენებს თუ რამდენად დატვირთულია გზები Android სმარტფონებიდან ანონიმური მონაცემების შეგროვებით.
Google-მა დაადასტურა ეს ნაბიჯი BBC-სთან და განაცხადა, რომ მან მიიღო ზომები უკრიანელების უსაფრთხოებისთვის.