ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ ნატო მზად არ არის უკრაინის მისაღებად, საჭიროა შემუშავდეს უსაფრთხოების გარანტიები

თუკი ნატოს წევრი ქვეყნები არ არიან მზად უკრაინის თავდაცვით ალიანსში მისაღებად, საჭიროა კიევისთვის შემუშავდეს უსაფრთხოების გარანტიები. ეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვას.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, კიევი მოითხოვს უსაფრთხოების იურიდიულ გარანტიებს, თუკი ნატო უკრაინის წევრობის პერსპექტივებს კარს დაუხურავს.

„ჩვენმა პარტნიორებმა, თუკი მზად არ არიან ნატოში უკრაინის მისაღებად იმიტომ, რომ რუსეთს არ სურს, რომ უკრაინა ნატოში იყოს, უნდა შეიმუშავონ უსაფრთხოების საერთო გარანტიები უკრაინისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, აუცილებელია ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების დაცვის უზრუნველყოფა, ყველა მეზობელთან განსაკუთრებული ურთიერთობა და უსაფრთხოება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია