რუსთავის მე-12 საპატიმროს გარე დაცვის სამმართველოს ინსპექტორს, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა

რუსთავის მე-12 პენიტენციური სამსახურის გარე დაცვის სამმართველოს ინსპექტორს, რომელმაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ შოთა თუთბერიძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

„ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 2 მარტს, N12 პენიტენციურ დაწესებულებაში შოთა თუთბერიძესა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთ მოსამსახურეს შორის გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი.

სპეციალური პენიტენციური სამსახური, აღნიშნული ფაქტის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, შესაბამის საგამოძიებო უწყებებთან მაქსიმალურად ითანამშრომლებს. საქმეზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის ,,ბ’’ პუნქტით. ასევე, აღნიშნულ ფაქტზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დაწყებულია მოკვლევა და ინციდენტში მონაწილე პირს, პენიტენციური სამსახურის გარე დაცვის სამმართველოს ინსპექტორს, შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მის დაქვემდებარებაში არსებულ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში, სრულად არის დაცული, როგორც ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა, ასევე, მათთან ვიზიტად მყოფი პირების უფლებები“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ, სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საპატიმროს ბადრაგმა ჯერ მიხეილ სააკაშვილს აგინა, შემდეგ კი სიტყვიერი და ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მის ადვოკატს, შოთა თუთბერიძესაც მიაყენა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია