სერგეი ლავროვის ინფორმაციით, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დღეს გაიმართება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ინფორმაციით, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დღეს გაიმართება. ამის შესახებ მან რუსი და უცხოელი ჟურნალისტებისთვის გამართულ ვიდეოკონფერენციაზე განაცხადა.

რუსეთის პირველი დიპლომატი დარწმუნებულია, რომ მოლაპარაკებების გზით გამოსავლის პოვნა შესაძლებელი იქნება.

„რა თქმა უნდა, გამოსავალი მოიძებნება, ამაში ეჭვი არ მეპარება. პირობები, რომლებიც არის მინიმალური ჩვენთვის, კარგად არის ცნობილი, მათი განხილვა მიმდინარეობს, მათ შორის, მოლაპარაკებების მიმდინარეობისას უკრაინულ მხარესთან, როგორც გომელში, ასევე იმ მოლაპარაკებებზე, რომლებიც დღეს გაიმართება,“- განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, რუსი დიპლომატი დარწმუნებულია, რომ უკრაინული დელეგაცია მოლაპარაკებებზე მითითებებს ვაშინგტონიდან იღებს.

„უკრაინულმა ჯგუფმა კვლავ რაღაც მიზეზები იპოვა, რათა მოლაპარაკებები გადაეტანა. დიდი ალბათობით, ისინი მითითებებს ვაშინგტონიდან იღებენ, ამაში ეჭვი არ მეპარება, ეს ქვეყანა საერთოდ არ არის დამოუკიდებელი", - განაცხადა ლავროვმა.

მოლაპარაკებებში რუსული დელეგაციის ხელმძღვანელის, ვლადიმირ მედინსკის ინფორმაციით კი, შეხვედრა ბელარუსში, ბრესტის ოლქში გაიმართება. მისი განმარტებით, მოლაპარაკებებზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან განსახილველი საკითხები მოიცავს ჰუმანიტარულ, პოლიტიკურ და სამხედრო-ტექნიკურ ასპექტებს.

მოლაპარაკებების გამართვის შეფერხებას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვაც. სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებაში ზახაროვამ აღნიშნა, რომ „უკრაინაში ადამიანები იღუპებიან, უკრაინული დელეგაცია კი მოლაპარაკებებისთვის კომფორტულ ადგილს ეძებს“.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია