კრემლი - ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონს განუცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ოპერაციის მიზნები - მისი დემილიტარიზაცია და ნეიტრალური სტატუსი - მიღწეული იქნება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მის ფრანგ კოლეგას ემანუელ მაკრონს განუცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ოპერაციის მიზნები - მისი დემილიტარიზაცია და ნეიტრალური სტატუსი - მიღწეული იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.

ორი ქვეყნის პრეზიდენტის სატელეფონო მოლაპარაკებები 90 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

პუტინის განცხადებით, კიევის ნებისმიერი მცდელობა, გადადოს მოლაპარაკებები, გამოიწვევს მოსკოვის მოთხოვნათა სიის გაფართოებას.

ამასთან, როგორც საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა განმარტა, ორი ქვეყნის პირველი პირის საუბარი ძირითადად უკრაინაში არსებულ ჰუმანიტარულ საკითხებს შეეხო. მისი თქმით, საფრანგეთმა დააფიქსირა მისი პოზიცია ვითარების დეესკალაციის აუცილებლობასთან დაკავშირებით.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!