დმიტრო კულება - ევროკავშირში ყველა არ აღფრთოვანდა უკრაინის გაწევრიანების იდეით, მაგრამ ჩვენ ყველა ფრონტზე "ვაწვებით"

ევროკავშირში ყველა არ აღფრთოვანდა უკრაინის გაწევრიანების იდეით, მაგრამ კიევი სისტემურ ზეწოლას განახორციელებს ყველა ფრონტზე. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ტელეკომპანია „რადას“ ეთერში განაცხადა.

„ჩვენ ახლა ამაზე ვმუშაობთ. ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ შეუძლებელი იყო უკრაინის ევროკავშირის წევრობაზე წარმოდგენაც კი. ახლა ჩვენ ახალ რეალობაში ვართ. უკრაინა ერთმნიშვნელოვნად იქნება ევროკავშირის წევრი“, - განაცხადა კულებამ.

მისი თქმით, ახლა ევროპელებმა სწორად უნდა წარმართონ პროცესები.

„ვერ ვიტყვი, რომ ყველა აღფრთოვანებულია ევროკავშირში ამ იდეით, რადგან იყვნენ მრავალწლიანი სკეპტიკოსები, მაგრამ ჩვენ ყველა ფრონტზე ვაწვებით. ვიცით ვისთან ვიმუშავოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავაჩქაროთ ეს პროცესი“ , - განაცხადა კულებამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება