დმიტრო კულება - რუსული არმია ყველა მხრიდან ესვრის ევროპაში ყველაზე დიდ, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, ხანძარი უკვე გაჩნდა, თუ ააფეთქეს, ჩერნობილზე 10-ჯერ დიდი იქნება

უკრაინაში, ზაპოროჟიეში მდებარე ევროპის უდიდეს ელექტროსადგურში ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Guardian, ენერგოდარის მერის, დმიტრო ორლოვის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

,ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის შენობების მუდმივი დაბომბვების შედეგად, ზაპოროჟიეს ელექტროსადგური იწვის", - განაცხადა დმიტრო ორლოვმა.

აღნიშნულს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ,,ტვიტერში" ეხმაურება.

,,რუსული არმია ყველა მხრიდან ესვრის ევროპაში ყველაზე დიდ, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. ხანძარი უკვე გაჩნდა. თუ ააფეთქეს, ჩერნობილზე 10-ჯერ დიდი იქნება! რუსებმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტონ ცეცხლი, დაუშვან მეხანძრეები, შექმნან უსაფრთხოების ზონა!", - წერს კულება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია