რადას თავმჯდომარე - მივმართავთ პარლამენტებს და მთავრობებს, უკრაინის თავზე ცა ჩაკეტონ და ბირთვული მანიაკი შეაჩერონ - პუტინმა  მსოფლიო არმაგედონის ზღვარზე დააყენა

უკრაინის რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი უმაღლესი რადას სახელით ევროპასა და მთელს მსოფლიოს მიმართავს, უკრაინის თავზე ცა ჩაკეტონ და „ბირთვული მანიაკი“ შეაჩერონ.

"უკრაინის უმაღლესი რადას სახელით მივმართავთ სრულიად ევროპისა და მსოფლიოს პარლამენტებს, მთავრობებსა და მოქალაქეებს. რუსეთმა ევროპა და მსოფლიო ბირთვული არმაგედონის ზღვარზე დააყენა. რუსეთის საოკუპაციო ჯარები განზრახ ბომბავენ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. ეს არის მიზანმიმართული დაბომბვა, რომელიც მიზნად ისახავს გლობალური მასშტაბის კატასტროფის გამოწვევას“, - აღნიშნა რადას თავმჯდომარემ.

მისი თქმით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური აფეთქება ჩერნობილზე მძიმე შედეგებს გამოიღებს.

„პუტინის დანაშაულებმა გლობალურ მასშტაბებს მიაღწია და საფრთხეს უქმნის ევროპის არსებობას და შესაძლოა კაცობრიობას. ეს დანაშაული ნათლად მეტყველებს უკრაინის თავზე აკრძალული საფრენი ზონის რაც შეიძლება მალე დაწესების აუცილებლობაზე, რათა დავიცვათ არა მხოლოდ უკრაინა, ასევე ევროპა და მსოფლიო. შეაჩერეთ ბირთვული მანიაკი!“ - აღნიშნა მან.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა