ელენა ზელენსკაია - როცა რუსეთში ამბობენ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ არ იბრძვიან, აჩვენეთ მათ ეს ფოტოები, ეს იმ ბავშვების სახეებია, რომლებიც არასდროს გახდებიან დიდები

როდესაც რუსეთის ფედერაციაში ამბობენ, რომ არ იბრძვიან მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ - აჩვენეთ მათ ეს ფოტოები! ეს იმ ბავშვების სახეებია, რომლებიც არასდროს გახდებიან დიდები. კიდევ რამდენი ბავშვი შეიძლება დაიღუპოს, რომ რუსულმა ჯარებმა სროლა შეწყვიტონ და დათანხმდნენ ჰუმანიტარული დერეფნების შექმნას? - ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ ელენა ზელენსკაიამ სოციალურ ქსელში განაცხადა.

მან „ფეისბუქში“ იმ ბავშვების ფოტოსურათები განათავსა, რომლებიც რუსმა ოკუპანტებმა სრულმასშტაბიანი ომის 12 დღის განმავლობაში მოკლა.

„ამის შესახებ უნდა მოგიყვეთ. უკრაინაში უკვე 38-ზე მეტი ბავშვია მოკლული. მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვის შედეგად ეს რიცხვი შეიძლება ახლაც იზრდება! როდესაც რუსეთის ფედერაციაში ამბობენ, რომ არ იბრძვიან მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ - აჩვენეთ მათ ეს ფოტოები! ეს იმ ბავშვების სახეებია, რომლებიც არასდროს გახდებიან დიდები. კიდევ რამდენი ბავშვი შეიძლება დაიღუპოს, რომ რუსულმა ჯარებმა სროლა შეწყვიტონ და დათანხმდნენ ჰუმანიტარული დერეფნების შექმნას? კიდევ რამდენი უნდა დაიცალოს სისხლისგან და დაიღუპოს შიმშილით, რომ მათ შეწყვიტონ სამოქალაქო ტრანსპორტის განადგურება და შემოუშვან ჰუმანიტარული მისიები,“- განაცხადა ელენა ზელენსკაიამ.

მან საზოგადოებას მოუწოდა ეს ფოტოები რუს დედებს აჩვენონ, რომლებიც პირველი ლედის განცხადებით, თავიანთი დუმილით თანხმდებიან უკრაინელი ბავშვების მკვლელობას.

„აჩვენეთ ეს რუს დედებს - იცოდნენ რას აკეთებენ მათი შვილები უკრაინაში. აჩვენეთ ეს ფოტოები რუს ქალებს - თქვენი კაცები, ძმები, თანამემამულეები კლავენ ისეთივე ბავშვებს, როგორებიც თქვენები არიან! და თქვენ პირადად პასუხისმგებლები ხართ თითოეული უკრაინელი ბავშვის სიკვდილზე, რადგან აძლევთ მდუმარე თანხმობას ამ დანაშაულს.

ნატო-ს ქვეყნებო, ჩაუკეტეთ ბოლოს და ბოლოს ცა რუსულ თვითმფრინავებს! გადაარჩინეთ ჩვენი შვილები, რომ ხვალ არ დაიხოცონ თქვენები!“- განაცხადა უკრაინის პირველმა ლედიმ.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ