ვოლოდიმირ ზელენსკი - მე მზად ვარ დიალოგისთვის, ჩვენ მზად არ ვართ კაპიტულაციისთვის

მე მზად ვარ დიალოგისთვის, ჩვენ მზად არ ვართ კაპიტულაციისთვის - ასე უპასუხა კრემლის მიერ წაყენებული პირობების: ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარების, ნატო-ში გაწევრიანებაზე უარის თქმისა და ორი სეპარატისტული რეგიონის აღიარების შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ზელენსკის თქმით, კრემლის მიერ წაყენებული პირობები არის მორიგი ულტიმატუმი, რისთვისაც უკრაინა მზად არ არის.

მისი თქმით, პუტინი ცხოვრობს ,,საინფორმაციო ბუშტში, ჟანგბადის გარეშე".

,,პირველ რიგში, მე მზად ვარ დიალოგისთვის, ჩვენ არ ვართ მზად კაპიტულაციისთვის. ეს ეხება იმ ადამიანებს, ვინც მე ამირჩია.

რაც შეეხება ნატო-ს, ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი ხნის წინ გამიჩნდა გულგრილი დამოკიდებულება, მას შემდეგ, რაც მივხვდით, რომ ნატო არ არის მზად, უკრაინის მისაღებად. ალიანსს ეშინია საკამათო საკითხებისა და რუსეთთან დაპირისპირების. არასოდეს მინდოდა, ვყოფილიყავით ქვეყანა, რომელიც რაღაცას მუხლებზე დაჩოქილი ითხოვს. მე არ მინდა, ვიყოთ ეს ქვეყანა და მე არ მინდა, ვიყო ეს პრეზიდენტი. მე ვსაუბრობ უსაფრთხოების გარანტიებზე.

რაც შეეხება ტერიტორიებს, რომლებიც არავის უღიარებია რუსეთის გარდა, ჩემთვის რაც მნიშვნელოვანია, არის ის, თუ როგორ იცხოვრებენ ამ ტერიტორიებზე ხალხი, რომელთან სურთ, იყვნენ უკრაინის ნაწილი. ეს არის მორიგი ულტიმატუმი და ჩვენ მზად არ ვართ ულტიმატუმებისთვის.

რაც უნდა გაკეთდეს არის ის, რომ პრეზიდენტმა პუტინმა დაიწყოს საუბარი, დაიწყოს დიალოგი, ნაცვლად იმისა, რომ იცხოვროს ,,საინფორმაციო ბუშტში", ჟანგბადის გარეშე. მე ვფიქრობ, რომ ის არის იქ. ის ამ ბუშტშია", - განაცხადა ზელენსკიმ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის