ორგანიზაცია Save The Children – უკრაინელი მშობლები მიმართავენ ყველაზე სასოწარკვეთილ ზომებს შვილების დასაცავად - ბავშვებს მარტო გზავნიან უკრაინის ფარგლებს გარეთ, თავად კი ადგილზე რჩებიან სახლების დასაცავად

ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა, მათ შორის 800 000 ბავშვია, - აღნიშნულ ინფორმაციას ორგანიზაცია Save The Children-ი აქვეყნებს.

მათი ცნობით, ბევრ ბავშვს საზღვრის გადაკვეთა დამოუკიდებლად, მშობლების გარეშე უწევს.

„მშობლები მიმართავენ ყველაზე სასოწარკვეთილ, გულის ამაჩუყებელ ზომებს თავიანთი შვილების დასაცავად. ეს მოიცავს მათი შვილების მეზობლებთან და მეგობრებთან ერთად გაგზავნას, რათა ისინი უსაფრთხოდ იყვნენ უკრაინის ფარგლებს გარეთ, ხოლო თავად სახლში რჩებიან თავიანთი სახლების დასაცავად“, - აცხადებს Save The Children-ის წარმომადგენელი ირინა საღოიანი.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა