ბორის ჯონსონი - პუტინს მისი საშინელი დანაშაულებებისთვის პასუხს ვაგებინებთ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრი, ბორის ჯონსონი რუსი ოკუპანტების მიერ მარიუპოლის ცენტრში მდებარე სამშობიარო სახლისა და ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გავრცელებული განცხადებით გამოეხმაურა.

მან რუსეთის ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკა და აღნიშნული ქმედების გამო პასუხისმგებლობა ვლადიმერ პუტინს დააკისრა.

„ცოტა რამაა იმაზე უფრო ამაზრზენი, ვიდრე დაუცველისა და მოწყვლადის სამიზნეში ამოღება. გაერთიანებული სამეფო საჰაერო თავდასხმების წინააღმდეგ უკრაინას უფრო მეტად დაეხმარება და პუტინს მისი საშინელი დანაშაულებებისთვის პასუხს ვაგებინებთ“, - დაწერა ბორის ჯონსონმა.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, მარიუპოლის ცენტრში მდებარე სამშობიარო სახლისა და ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს