ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა

ე.წ.ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. შესაბამის ბრძანებას „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ დე ფაქტო ლიდერმა ლეონიდ პასეჩნიკმა მოაწერა ხელი.

„ვადგენ: აღიარებულ იქნას აფხაზეთის რესპუბლიკა სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩაატაროს მოლაპარაკებები აფხაზურ მხარესთან დიპლომატიური კავშირების დასადგენად“, -ნათქვამია თვითგამოცხადებული ლუგანსკის დე ფაქტო ლიდერის ე.წ. დადგენილებაში.

მისივე თქმით, მათ ოკუპირებულ აფხაზეთთან დიდი ხნის და მჭიდრო მეგობრობა აკავშირებთ.

„აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებმა, ისევე როგორც დონბასელებმა, იციან, რამდენად რთულია დამპყრობლებისგან სამშობლოს დაცვა, სიმართლისა და სამართლიანობის დაცვა. რესპუბლიკისთვის რთულ, დაძაბულ დროს, აფხაზეთი, რუსეთის შემდეგ, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გამოეხმაურა ჩვენი სახელმწიფოს მცხოვრებთა თავისუფლების სურვილს. აღიარა ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა,“- განაცხადა პასეჩნიკმა.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ოკუპირებულ აფხაზეთმა და თვითგამოცხადებულმა „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ“ ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობა უკვე დაამყარეს.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე