Financial Times - ჩინეთი რუსეთისთვის სამხედრო მხარდაჭერის აღმოჩენასთან დაკავშირებით მზადყოფნას გამოხატავს

ჩინეთმა გამოხატა მზადყოფნა, სამხედრო დახმარება გაუწიოს რუსეთს, უკრაინაში მისი შეჭრის მხარდასაჭერად, - ამის შესახებ ინფორმაციას, ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, Financial Times ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჩინეთის პოზიციაზე აშშ-მა მოკავშირეები უკვე გააფრთხილა.

როგორც Financial Times წერს, ორი მაღალჩინოსნის ინფორმაციით, რომელიც იცნობს ვაშინგტონის მიერ მოკავშირეებისთვის გაგზავნილ შეტყობინებას, რუსეთმა ჩინეთს 5 ტიპის აღჭურვილობით დახმარება სთხოვა, მათ შორისაა სამხედრო თვითმფრინავების გამანადგურებელი სახმელეთო სარაკეტო სისტემა. ამასთან, სხვა კატეგორიის იარაღი, რაც რუსეთმა მოითხოვა, მოიაცავს დრონებს, სადაზვერვო აღჭურვილობას, ბრონირებულ მანქანებს და მანქანებს, რომლებიც გამოიყენება ლოჯისტიკისა და მხარდაჭერისთვის. ამასთან, Financial Time-ის ინფორმაციით, შეტყობინებაში, რომელიც აშშ-მ მოკავშირეებს გაუგზავნა, არ არის დაკონკრეტებული დახმარების დონე და დრო, როდესაც მოსკოვი პეკინისგან დახმარებას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან თითქმის 3 კვირაა გასული.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია